მექსიკის ქალაქ ვილა იუნიონში, შეარაღებულ დაპირისპირებას 14 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკაში მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებას კარტელის 10 წევრი და 4 პოლიციელი ემსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ინციდენტის შედეგად დაჭრილია 6 სამართალდამცველი. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს. 

შეიარაღებულ პირებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც მეზობელ შტატ ტამაულიფადან შემოჭრილმა პირებმა ქალაქში საეჭვოდ დაიწყეს გადაადგილება. სამართალდამცავების ინფორმაციით, ავტომობილებიდან 10-ზე მეტი იარაღი ამოიღეს. 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მექსიკელი ნარკოკარტელების ტერორისტთა სიაში შეყვანის ინიციატივით გამოვიდა, რასაც მექსიკის პრეზიდენტის პასუხიც მოჰყვა, ანდრე მანუელ ლოპეზ ობრადორმა განაცხადა, რომ მექსიკა მოძალადე კრიმინალურ დაჯგუფებებთან გამკლავებას დამოუკიდებლადაც მოახერხებს.