მექსიკის ციხეში რვა პატიმარი მოკლეს

მექსიკაში, ხალისკოს შტატში მდებარე, პუენტე გრანდეს ციხეში 8 პატიმარი მოკლეს, ხოლო კიდევ რვა პირი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ციხის თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც დაპატიმრებული პირები სპორტულ აქტივობებში ჩაერთნენ. აქტივობის დროს შეიარეღებული პირები პატიმრებს თავს დაესხნენ.

სამი ადამიანი გარდაიცვალა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად, ოთხი ცემით მოკლეს, ერთი პატიმარი კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მიყენებუი დაზიანებებით გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა ხუთი ადამიანი დააკავეს. საჯარო მოხელეების მომხდართან კავშირს გამოძიება დაადგენს.