მექსიკის ზღვაში ორი ტონა კოკაინი აღმოაჩინეს

მექსიკის საზღვაო ძალების ინფორმაციით, ზღვაში, სანაპიროსთან ახლოს ორი ტონა ნარკოტიკული საშუალება კოკაინი აღმოაჩინეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მექსიკის საზღვაო ძალებმა წყალში 95 ტომარა კოკაინი იპოვეს. არალეგალური ტვირთი გერეროს შტატში, აკაპულკოს პორტიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 601 კმ-ის მოშორებით იყო განლაგებული.

საზღვაო ძალების წევრებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავიდან ტერიტორიის პატრულირების დროს ნივთიერება სპეციალურმა აპარატმა დააფიქსირა.