მელანია ტრამპი მემუარების დაწერას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მეუღლე, მელანია ტრამპი, მისი, როგორც პირველი ლედის გამოცდილების შესახებ მემუარების დაწერას გეგმავს და ამისათვის საჭირო კონსულტაციებსაც იღებს. ამის შესახებ გამოცემა Daily Telegraph სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს. 

”მელანია თეთრ სახლში ცხოვრების შესახებ მემუარების დაწერას აპირებს... და ეს მისი ფული იქნება - შანსი, რომ მან საკუთარი ფულის გამომუშავება შეძლოს", - აღნიშნავს წყარო.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მელანიას მემუარებმა, შესაძლოა, დიდი მოგება მოუტანოს და სწორედ ამიტომ, დონალდ ტრამპი "მის წამოწყებას ხელს უწყობს".

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, გავრცელდა ხმები იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეუღლე - მელანია ტრამპი ქმართან განქორწინებას გეგმავს.