მელანია ტრამპი ნიუ-დელიში "ბედნიერების" კლასს ესტუმრა

დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი პელანია ტრამპი ინდოეთის დედაქალაქში, ნიუ-დელიში მდებარე სახელმწიფო სკოლის "ბედნიერების" კლასს ესტუმრა, სადაც, სპეციალური ცხრილი არსებობს, რომელიც გონების სავარჯიშოდ გამოიყენება. მას შუბლზე ტრადიციული წითელი წერტილი ჰქონდა და ხავერდას ყვავილებით გაფორმებული კაბა ეცვა. ის აკვირდებოდა სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ იოგათი და ბანგრას ცეკვებს ასრულებდნენ. 

"ბედნიერების სასწავლო გეგმა" მემარცხენე აამ აადმის პარტიამ (AAP) 2018 წელს წამოიწყო. მისი მიზანი ბავშვებში სოციალური უნარების განვითარება, თხრობისა და ხატვის დახვეწა და გადმოცემის უნარის გამდიდრება იყო.

"ინდოეთი მსოფლიოს სულიერებას საუკუნეების განმავლობაში ასწავლიდა. ბედნიერი ვარ, რომ ის ბედნიერებას (ჩვენს მთავარ გზავნილს) ჩვენი სკოლის საშუალებით დაუბრუნდა”, - დაწერა "ტვიტერზე" ნიუ-დელის მთავარმა მინისტრმა და AAP– ის წევრმა, არვინდ კეჯრივალმა ტრამპის ვიზიტის შემდეგ.

ჩემთვის ძალიან შთამაგონებელია ის ფაქტი, რომ აქ სტუდენტები ყოველ დღეს გონებამახვილობით იწყებენ. ვფიქრობ დღის დასაწყისისთვის ამაზე უკეთესი გზა არ არსებობს. ეს ჩვენთვის ინდოეთში პირველი ვიზიტია. ყველაფერი ძალიან შთამბეჭდავი და შთამაგონებელია. მე და პრეზიდენტი ბედნიერები ვართ, რომ ამ ულამაზეს ქვეყანას ვესტუმრეთ”, - განაცხადა მელანიამ. 

აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის ვიზიტი ინდოეთში დღეს დასრულდება.