მელანია ტრამპმა ლონდონელ ბავშვებს საშობაო საჩუქრები დაურიგა

ამერიკის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა ლონდონში, ჩრდილოტლანტიკური ალიანსის ღონისძიებაზე, ათასობით სკოლის მოსწავლეს ნაძვის ხის მორთვაში დაეხმარა და საჩუქრები დაურიგა. 

სანამ დონალდ ტრამპი NATO-ს სამიტს ესწრებოდა, მელანია სტუდენტებს შეხვდა და სადღესასწაულო გვირგვინების დამზადებაში ეხმარებოდა. 

პირველი ლედი ახალგაზრდულ ცენტრს ლონდონში ამერიკის ელჩის ცოლთან, სიუზან ჯონსონთან ერთად ეწვია. მათ საშობაო სიმღერა “All I want for Christmas” ბავშვებთან ერთად შეასრულეს, შემდეგ კი მათ საჩუქრებიც გადასცეს. 

ერთ-ერთმა მოსწავლემ, მარია რაშიდმა, რომელიც მელანიას შეხვდა, ადგილობრივ გაზეთს Evening Standard- ს განუცხადა, რომ მან პირველ ლედის ჰკითხა, დაკარგულა თუ არა იგი თეთრ სახლში. 

”ის მეგობრული იყო. მე ვიცოდი ვინ იყო ის, მაგრამ მაინც ძალიან გულწრფელი იყო”, - აღნიშნა რაშიდმა.