მელბურნში ვაქცინაციის წინააღმდეგ გამართული აქციების შემდეგ მშენებარე ობიექტები დაიხურა

ავსტრალიის ქალაქ მელბურნში მშენებარე ობიექტები დაიხურა, მას შემდეგ რაც მშენებლებმა კორონაცირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაცია გააპროტესტეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მშენებლობა 2 კვირით შეჩერდება.

ახალი რეგულაციებით, 23 სექტემბრიდან სამშენებლო კომპანიების თანამშრომლებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდა, რაც პროტესტის მიზეზი გახდა.

პოლიციამ აქციის დასაშლელად რეზინის ტყვიები და წიწაკის სპრეი გამოიყენეს. რამდენიმე ადამიანი დაკავებულია.