მერკელი და ერდოღანი სტამბოლში შეხვედრას გამართავენ

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში შეხვედრას 24 იანვარს გამართავენ. ამის შესახებ ბრიფინგზე გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა.

მერკელის ვიზიტის პროგრამაში ერდოღანთან ერთად გერმანულ-თურქული უნივერსიტეტის ახალი კამპუსის გახსნა, ბიზნეს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები შედის.