მერკელი ჰიმნს ისევ დამჯდარი უსმენდა - VIDEO

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ყაზახეთის პრეზიდენტთან, კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრისას სახელმწიფო ჰიმნებს ისევ დამჯდარი უსმენდა.

ჰიმნის შესრულებისას ყაზახეთის პრეზიდენტი ფეხზე ადგა, გერმენიის კანცლერი კი სკამზე იჯდა.

ბუნდესტაგში დაადასტურეს, რომ ვიდეოკადრები, რომლებიც ყაზახურმა ტელევიზიამ გაავრცელა, მონტაჟი არ არის და ეს ფაქტი ნამდვილად მოხდა.

ზაფხულში, ერთი თვის განმავლობაში მერკელი შეუძლოდ რამდენჯერმე გახდა. ჰიმნებს დამჯდარი გერმანიის კანცლერი დანიის პრემიე-მინისტრ მეტე ფრედერიქსენთან შეხვედრის დაწყებამდეც უსმენდა.