მერკელის ოფისის ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა - PHOTO

ბერლინში დღეს გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისის ჭიშკარს მაქანა შეეჯახა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ლურჯი ფერის მანქანაზე თეთრი საღებავით შემდეგი წარწერები იყო გაკეთებული: "შეწყდეს გლობალიზაცია", "ბავშვებისა და მოხუცების წყეული მკვლელები". ადგილზე სამართალდამცავები და მაშველები იყვნენ მობილიზებულები. მიმდინარეობს გამოძიება.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც კანცლერი მერკელი გერმანიის რეგიონულ პრემიერებთან ვიდეოკონფერენციისთვის ემზადებოდა. მთავრობის წევრები კორონავირუსთან დაკავშირებული იზოლაციის რეჟიმის გაგრძელებისა და პანდემიასთან ბრძოლის სხვა საკითხებს განიხილავდნენ.