მერკელის პარტიის დეპუტატს ბუნდესტაგში გამოსვლისას შეტევა დაემართა - VIDEO

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ დეპუტატს, მატიას ჰაუერს ბუნდესტაგის სხდომაზე გამოსვლის დროს შეტევა დაემართა.

ჰაუერი ტრიბუნიდან ფულადი სახსრების გამოყენებაზე საუბრობდა, როდესაც მოულოდნელად კანკალმა აიტანა და სუნთქვა შეეკრა. მას სასწრაფოდ სხვა დეპუტატები მიცვივდნენ და იატაკზე დააწვინეს.

საკანონმდებლო ორგანოს სხდომა შეწყდა.

ამჟამად ჰაუერი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ინციდენტის შემდეგ ბუნდესტაგმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა.