მესაზღვრეებმა თურქეთსა და სირიას შორის საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს

თურქეთში, ჰათაის პროვინციაში თურქმა სამხედროებმა სირიასთან დამაკავშირებელი საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"გვირაბი აღმოჩენილია ჩვენი მესაზღვრეების წყალობით", - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, გვირაბში ნაპოვნია გენერატორი, 300 მეტრიანი კაბელი, ნიჩაბი და ბატარეა.