მეცნიერების ვარაუდით ღორების მეოთხედი შავი ჭირით გაწყდება

ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, დედამიწაზე მობინადრე ღორების მეოთხედს აფრიკული ღორის შავი ჭირით დახოცვა ემუქრება.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გასულ წელს ვირუსი მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის ჩინეთში გავრცელდა, სადაც დედამიწაზე მობინადრე ღორების ნახევარი ცხოვრობს. გლობალური კრიზისი სწორედ ამ ვითარებამ შექმნა.

მიუხედავად იმისა, რომ დაავადება ადამიანებზე არ ვრცელდება, ღორების დაინფიცირების შემთხვევაში ის 100 პროცენტით სასიკვდილოა.

ვეტერინარული დაწესებულებები და მეცნიერები ვაქცინის შექმნას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ, თუმცა, ვირუსის ბუნებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ეს საკმაოდ რთული ამოცანაა.