მეცნიერებმა COVID-ის შემდეგ ანტისხეულების შენარჩუნების დრო დაასახელეს

სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა ჯგუფმა კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებში იმუნიტეტის საკითხი შეისწავლა. ინფორმაცია ჟურნალში bioRxiv გამოქვეყნდა.

სამეცნიერო კვლევაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებში დაავადებიდან პირველი ნახევარი წლის შემდეგ თანდათან მცირდება, თუმცა მე-15 თვემდე სტაბილური რჩება.

შვედეთის, იტალიის, გერმანიის, შვეიცარიისა და ჩინეთის მკვლევარებმა 136 პაციენტის სისხლის 188 ნიმუში შეაგროვეს, რომლებშიც კორონავირუსი მძიმე და მსუბუქი ფორმით მიმდინარეობდა.

ანტისხეულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კორონავირუსით ინფიცირებიდან 15-დან 28 დღემდე აღინიშნებოდა.