მეცნიერებმა კორონავირუსის მომენტალური განადგურების მეთოდი აღმოაჩინეს

ტეხასის A&M უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა გამოიგონა მეთოდი, რომელსაც შეუძლია მყისიერად გაანადგუროს კორონავირუსი. ამის შესახებ ინფორმაცია Phys.org-ზე ვრცელდება.

გამოგონება არის უჟანგავი ფოლადის მილის მონაკვეთი, რომლის მეშვეობითაც გადის კორონავირუსიანი ხსნარი. როდესაც მოწყობილობა თბება 72 გრადუს ცელსიუსზე (მხოლოდ ნახევარი წამით), ხსნარში ვირუსი მაშინვე კვდება. 

მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ თერმული დამუშავების ამ მეთოდის გამოყენება შეიძლება გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემებში.