მეცნიერებმა რეპტილიის ყველაზე პატარა სახეობა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა დედამიწაზე ყველაზე მცირე ზომის რეპტილიის სახეობა აღმოაჩინეს. ქამელეონის ქვესახეობის სხეული სულ რაღაც 13,5 მმ სიგრძისაა.

ნანო-ქამელეონი მადაგასკარში საექსპედიციო ჯგუფმა აღმოაჩინა. 

თუ მამრს კუდიდან გავზომავთ სიგრძეში 22 მმ-ია. შედარებით დიდია მდედრი, რომელიც სიგრძეში 29 მმ-ს აღწევს. 

"ქამელეონის ახალი სახეობა მხოლოდ მადაგასკარის მთაგორიან ტროპიკულ ტყეში გვხვდება და შესაძლოა ის გადაშენების პირას იყოს", - ნათქვამია  Scientific Reports journal-ში.