მეცნიერებმა თავის არეში ახალი ორგანო აღმოაჩინეს

ნიდერლანდების კიბოს ინსტიტუტის მეცნიერებმა ადამიანებში სანერწყვე ჯირკვლების მეოთხე წყვილი აღმოაჩინეს.

მეცნიერებმა სიმსივნის არსებობის გამოკვლევის დროს, ადამიანის ორგანიზმში რადიოაქტიური იზოტოპები გლუკოზით შეიყვანეს და დადგინდა, რომ ახალი ჯირკვლები რეაგირებდნენ.

მკვლევარებმა ქალისა და მამაკაცის 100 სხეული შეისწავლეს. გარდა ამისა, ახალი სანერწყვე ჯირკვლები აღმოაჩინეს გვამების გაკვეთის დროსაც.

მათ განაცხადეს, რომ სანერწყვე ჯირკვლების მეოთხე წყვილი ხახის ტუბალური მილის უკან მდებარეობს. ჯირკვლებს მილისებური უწოდეს.

მეცნიერთა თქმით, ადრე ითვლებოდა, რომ ადამიანს სამი წყვილი დიდი სანერწყვე ჯირკვალი ჰქონდა: ყბაყურა, ყბისქვეშა და ენისქვეშა.