მეწყერები და ღვარცოფები - წყალდიდობა ცენტრალურ იტალიაში

ცენტრალურ იტალიას კატასტროფული წყალდიდობა დაატყდა თავს. მოდენას პროვინციაში მდინარე ადიდდა და საცხოვრებელი კორპუსები დატბორა. მთავარი მაგისტრალები მეწყერისა და ღვარცოფის შედეგად განადგურებულია. სიცილიიდან ალპური რეგიონებამდე ათობით დასახლებული პუნქტი დაზარალდა

გარდა ამისა, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში თოვლი მოვიდა, რომლის სიმძიმეს ხეებმა და ელექტროგადამცემი ხაზების ბოძებმა ვერ გაუძლო. დაახლოებით შვიდი ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მაშველები ბევრ ადგილას ვერ მიდიან, გზები გადაკეტილია. ელექტროენერგია მეზობელ ავსტრიაშიც გაითიშა. ხელისუფლება მოსახლეობას ზვავსაშიშროების შესახებ აფრთხილებს.