მეწყერს ერთი ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა

ნეპალში მეწყერს კიდევ 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 3 ბავშვია, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. დაღუპულთაგან 4 ერთი ოჯახის წევრია - დედა და მისი შვილები. 

ერთი გარდაცვლილი სანსარის დასახლებაში მცხოვრები ადამიანია.

ნეპალში, მაისის შემდეგ, წყალდიდობები და მეწყერები ხშირია. სტიქიას უკვე 175 ადამიანი ემსხვერპლა, 108 დაკარგულია, 52 კი დაშავდა.