მეწყერს მაღაროში 113 ადამიანი ემსხვერპლა - განახლებულია

მანმარის ნეფრიტის მომპოვებელ მაღაროში მეწყრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 113-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის სახანძრო დეპარტამენტი იუწყება.

უწყების ცნობით, ნანგრევებიდან ადამიანების გამოყვანა გრძელდება.

-10:28- 

მიანმარის მაღაროში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 96 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მაღაროში უამრავი ადამიანი ჩაკეტილი რჩება.

ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.