მეწყრის შედეგად სასაფლაოდან კუბოები და ცხედრები ამოიყარა

იტალიაში, ერთ-ერთ საზღვაო ქალაქში, მეწყერის შედეგად, ადგილობრივი სასაფლაოს ნაწილი წყალში აღმოჩნდა. ადგილზე მაშველებმა წყალზე მოტივტივე 200-მდე კუბო და გვამი აღმოაჩინეს.

სამწუხაროდ, მაშველებმა წყლიდან 200-მდე კუბოდან მხოლოდ 10 ამოიღეს. მათი თქმით, კუბოების სრულად ამოღება იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ხმელთაშუა ზღვა ამის საშუალებას მიცემთ. 

მეწყერმა, სასაფლაოსთან ერთად, ორი სამლოცველოც გაანადგურა.