მევლუთ ჩავუშოღლუ რობერტ ო'ბრაიენს შეხვდება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს რობერტ ო'ბრაიენს შეხვდება. შეხვედრაზე თურქეთის მიერ სირიაში წარმოებულ ოპერაციას განიხილავენ.

ო’ბრაიენი ანკარას დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო იქნებიან. ხვალ მათ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ეროდღანი მიიღებს.