მიანმარში აქციაზე 9 ადამიანი დახვრიტეს

მიანმარის უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქციაზე 9 ადამიანი დახვრიტა. აქციის მონაწილეები სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებდნენ. ამის შესახებ ადგილობრივები და თვითმხილველები აცხადებენ. 

მმართველი სამხედრო საბჭოს სპიკერმა ძალადობასთან დაკავშირებით განცხადება არ გააკეთა.

მინიმუმ 30 ადამიანი დაიღუპა 1 თებერვლის გადატრიალების დროს, რითაც მიანმარის დემოკრატიული განვითარება დასრულდა. ამ ფაქტმა ქვეყნის მასშტაბით დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და საერთაშორისო ასპარესზეც დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა.