მიანმარში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

დასავლეთ მიანმარში, ინდოეთის საზღვართან, 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ ფალამიდან სამხრეთ-დასავლეთით 19 კილომეტრში, ინდოეთის შტატ მიზორამის საზღვართან მდებარეობდა.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.