მიანმარში, ქარვაში 100 მილიონი წლის უცნობი ყვავილი აღმოაჩინეს

მიანმარში, ბირმული ქარვის მომპოვებელ წერტილში, ფისის ნატეხში უცნობი მცენარე აღმოაჩინეს. ის ცარცულ პერიოდს განეკუთვნება.

მისი დიამეტრი 2 მილიმეტრამდეა და ვიზუალურად ის კვერცხს ჰგავს. ბიოლოგები თვლიან, რომ ყვავილი სახეობა Valviloculus pleristaminis-ს განეკუთვნება.

მკვლევარების თქმით, პაწაწინა ყვავილი ფისში 100 მილიონი წლის წინ მოხვდა. ეს აღმოჩენა მეცნიერებს უძველეს გეოლოგიურ პროცესებზე მეტ ინფორმაციას მისცემს.