მიანმარში თვითმფრინავი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი

მიანმარში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას 12 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ პორტალი Irrawaddy ავრცელებს.

ამასთან, ჩინური ტელეარხი CGTN იუწყება, რომ თვითმფრინავის ბორტზე 16 ადამიანი იმყოფებოდა.

ინციდენტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მაშველები და მედიკოსები მუშაობენ.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ავიაკატასტროფის დროს ამინდი უკიდურესად ცუდი იყო. ჟურნალისტების ცნობით, ბორტზე მაღალჩინოსანი სამხედროებიც იმყოფებოდნენ.