მიგრანტების გემის ჩაძირვისას დაღუპული 11 ადამიანიდან 8 ბავშვია

თურქეთის დასავლეთ სანაპიროსთან, მიგრანტთა გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპულ 11 ადამიანს შორის 8 ბავშვია. შემთხვევა გუშინ მოხდა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საზღვაო დაცვამ 21 ადამიანი ეგეოსის ზღვაში მდებარე საკურორტო ზონაში, ჩეშმეს წყლებში გადაარჩინა. ჯერჯერობით უცნობია მიგრანტების ეროვნება.

ბოლო პერიოდში თურქეთის გავლით მიგრანტთა რაოდენობა გაიზარდა, ისინი ძირითადად ავღანეთიდან, პაკისტანიდან და სირიიდან დევნილები არიან.