გადაუღებელი წვიმების გამო მილანი დაიტბორა

გადაუღებელმა წვიმებმა მილანში რამდენიმე რაიონი დატბორა. მდინარე სევეზი ნაპირებიდან გადმოსვლის ზღვარზეა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რისკის ზონაშია კვარტალები იზოლა, ვიალე ზარა და პიაცალე ისტრია.

მეხანძრეები და მაშველები დატბორილი მიწისქვეშა გადასასვლელებიდან წყლის ამოტუმბვას ცდილობენ. ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე შენობების პირველ სართულებზე წყალი შევარდა.