მილანში თვითმფრინავი შენობას შეეჯახა - ყველა მგზავრი დაიღუპა

8 ადამიანი დაიღუპა იტალიაში მცირე ზომის თვითმფრინავის შენობასთან შეჯახების შედეგად.

შემთხვევა იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, მილანში მოხდა. თვითმხილველების თქმით, მათ შეჯახებისა და აფეთქების ხმა გაიგეს. 

თვითმფრინავი ორსართულიან ცარიელ შენობასთან შეჯახების დროს აფეთქდა.

Reuters-ის ცნობით, მსუბუქი თვითმფრინავი სარდინიის მიმართულებით მიფრინავდა. ბორტზე ორი მფრინავი და ხუთი მგზავრი, მათ შორის ერთი ბავშვი იმყოფებოდა, შემთხვევას ცოცხალი ვერავინ გადაურჩა.