მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა მარკ ცუკერბერგი ჩააჩოჩა

Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა Bloomberg-ის მილიარდერების გლობალურ რეიტინგში Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი ჩაანაცვლა და მესამე ადგილი დაიკავა.

19 ნოემბრის მონაცემებით, მასკის კაპიტალი 120 მილიარდ დოლარს შეადგენს, ცუკერბერგს კი 103 მილიარდი დოლარი აქვს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ბიზნესმენის კაპიტალი ერთ დღეში 10,2 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც Tesla-ს აქციების 10%-იანი ზრდით არის განპირობებული.

Bloomberg-ის რეიტინგში პირველ ადგილს ისევ Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი იკავებს (183 მილიარდი დოლარი). მეორეზე Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსია (128 მილიარდი დოლარი).