მილიარდერი რიჩარდ ბრენსონი "ომიკრონით" დაინფიცირდა

Virgin Group-ის დამფუძნებელმა, რიჩარდ ბრენსონმა განაცხადა, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

"მეგობრები და ოჯახი, მათ შორის მე და ჩემი მეუღლე ჯოანი, "ომიკრონით" დავინფიცირდით. ვაქცინაციისა და "ბუსტერული" დოზის წყალობით, სიმპტომები მსუბუქი იყო“, - წერს ის Twitter-ზე.

ბრენსონმა აღნიშნა, რომ მისი ავადმყოფობა მსუბუქია. მან ასევე ყველას ურჩია, აცრა გაიკეთონ.

ავადმყოფობის გამო, მილიარდერი ვერ შეუერთდება Virgin Orbit-ის გუნდს Nasdaq-ის გაშვების ცერემონიაზე, რომელიც პარასკევს ჩატარდება. Virgin Orbit ქციების შესყიდვის სპეციალიზებულ კომპანიასთან (SPAC) NextGen Acquisition-თან შერწყმის შედეგად საჯარო კომპანია გახდება.

ცნობისთვის, ერთი წლის წინ, 2021 წლის იანვარში, ბრენსონის დედა, რომელიც 96 წლის იყო, კორონავირუსით გარდაიცვალა.