მილიარდი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ღარიბ ქვეყნებს - G7-ის გადაწყვეტილება

G7-ის წევრი ქვეყნების მნიშნელოვანი შეთანხმება - ერთი მილიარდი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და 100 მილიარდამდე დოლარის მობილიზება ღარიბ ქვეყნების დასახმარებლად, რათა შეძლონ ნახშირბადის გამოყოფის შემცირება. ამ გადაწყვეტილების შესახებ ჩანაწერი 25-გვერდიან შემაჯამებელ დოკუმენტში გაკეთდა.

კომუნიკეს ჩანაწერი შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: პანდემიის დასრულება და რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ვაქცინის ხელმისაწვდომობის გაზრდა; ეკონომიკის გამოცოცხლება, რომელიც ამ მიზნით გამოყოფილ 12 ტრილიონი დოლარის მხარდაჭერის გეგმას ეფუძნება და სხვა მნიშნელოვანი პროექტები.

კომუნიკეში აღნიშნულია, რომ მოხდება პარტნიორობის გაძლიერება სხვა სახელმწიფოებთან ერთად, უკეთესი სამყაროს ასაშენებლად.