მილიონობით ლათინოამერიკელს უსაფრთხო წყალი არ მიეწოდება

ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვისპირეთში 166 მილიონზე მეტ ადამიანს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი უსაფრთხო წყლის მარაგი არ აქვს. ამის შესახებ რეგიონში გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა განაცხადა.

მისი თქმით, 21-ე საუკუნეში ლათინოამერიკელთა მხოლოდ 65%-ს აქვს უსაფრთხო სასმელი წყალი და 22%-ს სანიტარული მომსახურება.

სოფლის მეურნეობა ამჟამად წყლის მთლიანი მიწოდების 70%-ს მოიხმარს. მისივე თქმით, ხალხის საკვების მისაღებად სოფლის მეურნეობის წარმოება 2050 წლისთვის უნდა გაიზარდოს, რაც შესაბამისად, წყლის მარაგის გაზრდასაც ნიშნავს.

FAO-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არსებობს მრავალი გზა ხალხისთვის წყალმომარაგების პრობლემის გადასაჭრელად, მაგრამ არცერთი გამოსავალი არ იქნება ეფექტური, თუ წყლის მენეჯმენტი არ გაუმჯობესდება.