მინეაპოლისში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 11 დაშავდა

აშშ-ში, მინესოტას შტატში, ქალაქ მინეაპოლისში უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. ცეცხსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ განცხადებას ქალაქის პოლიციის დეპარტამენტი ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

ინციდენტის შედეგად დაჭრილია 11 ადამიანი, რომლებიც ამ დროისთვის, საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

პოლიციის ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ინციდენტის სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.