მინი-სერიალის The Lost Symbol-ს თრეილერი გამოქვეყნდა - VIDEO

სტრიმინგის სერვისმა Peacock ახალი მინი-სერიალის The Lost Symbol-ს თრეილერი გამოაქვეყნა, რომელიც დაფუძნებულია ამერიკელი მწერლის, დენ ბრაუნის ამავე სახელწოდების რომანზე. ამის შესახებ ინფორმაციას Vulture ავრცელებს.

შოუში მოთხრობილი იქნება ჰარვარდის რელიგიური სიმბოლოგიის პროფესორის, რობერტ ლენგდონის თავგადასავალზე, რომელიც მკითხველებისთვის ცნობილია ისეთი ბესტსელერებიდან, როგორიცაა "ანგელოზები და დემონები", "და ვინჩის კოდი", "ინფერნო".

ცნობილია, რომ პროფესორის, რობერტ ლენგდონის როლს მსახიობი ეშლი ცუკერმანი შეასრულებს.