მიტოვებულ კუნძულზე დაკარგულები 1 თვის შემდეგ გადაარჩინეს

აშშ-ის სანაპირო დაცვამ ბაჰამის ერთ-ერთ მიტოვებულ კუნძულზე სამი დაკარგული ადამიანი გადაარჩინა. ისინი კუნძულზე მას შემდეგ აღმოჩდნენ, რაც მათი ნავი ჩაიძირა. 

გადარჩენილები კუბადან არიან. ნავის ჩაძირვის შემდეგ, ორი მამაკაცი და ერთი ქალი იძულებული გახდა, კუნძულისკენ გაეცურა.

რობინზონების ტრიო 33 დღის განმავლობაში ელოდა შველას. მათ თავის გადარჩენა ქოქოსის დახმარებით მოახერხეს.