მექსიკა-ამერიკის საზღვართან მიწისძვრა მოხდა

მექსიკის ჩრდილო-დასავლეთით, აშშ-ის საზღვართან 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იუწყება.

მიწისძვრის ეპიცენტრი დასახლებული პუნქტიდან 4 კილომეტრის დაშორებით, 32,3 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობს.

ამ დროისათვის, სავარაუდო მსხვერპლის ან ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.