მიწისძვრის შედეგად ჩინეთის დიდი კედლის ნაწილი ჩამოინგრა

ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ჩინეთის დიდი კედლის ორმეტრიანი მონაკვეთი ჩამოინგრა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

8 იანვარს, ცინჰაის პროვინციაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამის შემდეგ ხელისუფლებამ დაზარალებულ რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობა შეამოწმა. ინსპექტორებმა აღმოაჩინეს, რომ მიწისძვრის ეპიცენტრიდან 114 კილომეტრში ჩინეთის დიდი კედლის ნაწილი ჩამოინგრა.

კედლის ჩამონგრეული ნაწილი მინის დინასტიის დროს (1368 - 1644 წწ) აშენდა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე რესტავრატორებმა დამცავი ნაგებობა უკვე აღმართეს და აღდგენითი სამუშაოები დაიწყეს.