მივესალმები 15 დაკავებულის სომხეთში დაბრუნებას და აზერბაიჯანისთვის ინფორმაციის გადაცემას - ან ლინდე

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ან ლინდე სომეხი სამხედროების სამშობლოში დაბრუნებას ეხმაურება.

ლინდე Twitter-ზე წერს, რომ ეს ფაქტი ეუთოს მნიშვნელობას უსვამს ხაზს. 

"მივესალმები 15 დაკავებულის დაბრუნებას სომხეთში და აზერბაიჯანისთვის ინფორმაციის გადაცემას, რომელიც განაღმვას გაამარტივებს. ეს ეუთო-ს მნიშვნელობას გვაჩვენებს. ნდობის აღდგენისკენ მიმართული ეს ნაბიჯები ხელს შეუწყობს "მინსკის ჯგუფის"  მოლაპარაკებებისთვის საჭირო ატმოსფეროს შექმნას. ბედნიერი ვარ საქართველოსთან, შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობით", - წერს ან ლინდე.