მხატვრებმა ტრამპის სასტუმროს შენობაზე სისხლიანი თეთრი სახლი დააპროექტეს - VIDEO

მხატვრებმა ანდრეი მოლოდკინმა და რობინ ბელმა, სამხატვრო ჯგუფთან და პროექტ CulturalDC- თან ერთად ვაშინგტონში ტრამპის სასტუმროს შენობაზე აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ნაჩვენებია სისხლიანი თეთრი სახლი.

აქციაზე წარმოდგენილი ნამუშევარი, სახელწოდებით "თეთრი სახლი სისხლით სავსე აშშ-ის მოქალაქეებით" მოლოდკინის მიერ ჯერ კიდევ 2019 წელს შეიქმნა, მაგრამ ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე ის ძალიან აქტუალური გახდა.

"თეთრი სახლი არის დასავლური დემოკრატიის სიმბოლური გული და აქ ჩვენ მას ვხედავთ ისე, როგორც არის - იკვებება მისი მოქალაქეების სისხლით", - განაცხადა მხატვარმა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი უკვე შევიდა ისტორიაში, როგორც პირველი ამერიკელი ხელმძღვანელი, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. მისი საპრეზიდენტო ვადა 20 იანვარს იწურება.