მკვდარ ზღვაში იპოვეს მინერალი, რომელიც ადრე მხოლოდ მეტეორიტებში გვხვდებოდა

მკვდარი ზღვის მიდამოებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს მინერალი ალაბოგდანიტი, რომელიც მანამდე მხოლოდ მეტეორიტებში იყო ნაპოვნი.

აღმოჩენის აღწერა სამეცნიერო ჟურნალმა American Mineralogist გამოაქვეყნა.

პირველად ალაბოგდანიტის შესახებ ცნობილი გახდა 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც იგი აღმოსავლეთ იაკუტიაში მდინარე დიდი დოლგუჩანის ოქროს შემცველ საბადოებში რკინის მეტეორიტ ონელოში აღმოაჩინეს. მას კრისტალოგრაფის ალა ბოგდანოვას სახელი მიენიჭა. მეცნიერთა ბოლოდროინდელი აღმოჩენა პირველი დადასტურებაა იმისა, რომ ეს მინერალი დედამიწაზეც გვხვდება. ქიმიური შემადგენლობის მხრივ, ის მიეკუთვნება ფოსფიდებს - მინერალებს, რომლებიც შეიცავს ფოსფორს უარყოფითად დაჟანგვის მდგომარეობაში.

მეცნიერების თქმით, ამ ადგილას ალაბოგდანიტის აღმოჩენა ბევრ კითხვას ბადებს ამ რეგიონში კლდოვანი წარმონაქმნების ფორმირების პირობებთან დაკავშირებით, ვინაიდან აქამდე აქ მეტეორების კატასტროფებისა ან სხვა მსგავსი მოვლენების მტკიცებულებები ცნობილი არ იყო.