მკვლევარების აზრით, 2100 წლისთვის თევზების რაოდენობა 60%-ით შემცირდება

გერმანელი მკვლევარების მოსაზრებით, ტემპერატურის მატებისა და გლობალური დათბობის გამო, დედამიწაზე თევზების რაოდენობა არსებულთან შედარებით 60%-ით შემცირდება. მეცნიერთა კველვა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

გამოცემის ცნობით, მეცნიერებმა კვლევის ფარგლებში, 630 სახეობის მსოფლიოში სხვადასხვა კლიმატურ ზონიდანაში მობინადრე თევზის მონაცემები შეისწავლეს. მეციერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტემპერატურა უშუალო გავლენას ახდენს თევზების სიცოცხლისუნარიანობაზე. ამასთან, ტემპერატურა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია თევზების გამრავლების პერიოდში. ამავე დროს, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ტემპერატურის მიმართ მდინარის თევზი უფრო ამტანია, ვიდრე ზღვის. 

თევზების განადურება კაცობრიობისთვის დიდი პრობლემა იქნება, ვინაიდან თევზი  ცილის მთავარი წყაროა.