ეგვიპტეში უძველესი სამარხები აღმოაჩინეს

ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეთა სამინისტროს განცხადებით, ეგვიპტელმა არქეოლოგებმა ნილოსის დელტას პროვინციაში, 110 ანტიკური სამარხი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ Nypost ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებით, საფლავები ნაპოვნია კაიროდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 150 კილომეტრზე.

აღმოჩენილია 68 ოვალური ფორმის სამარხი, რომელიც თარიღდება პრედინასტიკური პერიოდით (ძვ.წ. 6000-3150 წლები), ასევე 37 მართკუთხა ფორმის სამარხი ანტიკური ეპოქიდან, რომელიც ცნობილია როგორც მეორე შუალედური პერიოდი (ძვ. წ. 1782-1570), როდესაც ჰიქსოსელების სემიტი ხალხი მართავდა ძველ ეგვიპტეს. ხუთი ოვალური ფორმის სამარხი კი თარიღდება, დაახლოებით ძვ.წ. 3000 წლით.