Moderna ბავშვებში COVID-19-ის ვაქცინის კლინიკურ კვლევებს იწყებს

ამერიკული კომპანია Moderna ბავშვებში კორონავირუსის ვაქცინის კლინიკურ კვლევებს იწყებს. კვლევები ჩატარდება 6 თვიდან 12 წლამდე ბავშვებში.

კვლევა ტარდება ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტთან (NIAID) და აშშ-ის ჯანმრთელობისა და ადამიანთა მომსახურების დეპარტამენტის ბიო-სამედიცინო კვლევებისა და განვითარების ადმინისტრაციასთან (BARDA) ერთად.

"მოხარულები ვართ, რომ mRNA-1273 მე-2/3 ეტაპი დავიწყეთ ჯანმრთელ ბავშვებზე აშშ-სა და კანადაში და მადლობას ვუხდით NIAID-სა და BARDA-ს თანამშრომლობისთვის", - განაცხადა Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

ცნობილია, რომ კვლევაში მონაწილეობას დაახლოებით 6,750 ბავშვი მიიღებს. პირველი ფაზის ფარგლებში, 2-დან 12 წლამდე ასაკის მონაწილეები მიიღებენ ერთ ან ორ დოზას, ხოლო ექვსი თვიდან ორი წლის ასაკის მონაწილეები კი - სამ დოზას. ამის შემდეგ გაკეთდება შუალედური ანალიზი, რათა დადგინდეს, თუ რომელი დოზა იქნება გამოყენებული კონტროლირებადი კვლევის მეორე ეტაპზე. მეორე ვაქცინაციის შემდეგ, კვლევის მონაწილეთა მონიტორინგი 12 თვის განმავლობაში გაგრძელდება.