ჯანმრთელ, ახალგაზრდა კაცებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი ან მეორე დოზის მიღების შემდეგ, სპერმის რაოდენობისა და ხარისხის დაქვეითება არ ფიქსირდება. ამის შესახებ ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში (JAMA) გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.
კვლევა Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებით აცრილ კაცებში ჩატარდა.
კვლევის ფარგლებში არ გამოუკვლევიათ სხვა, მაგალითად, Johnson & Johnson-ის ან AstraZeneca-ს ვაქცინის ზემოქმედება, თუმცა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, არც ამ ვაქცინების შემთხვევაში ელიან განსხვავებულ მონაცემებს.
აღნიშნული კვლევის ფარგლებში, 25-დან 31 წლამდე ასაკის, მხოლოდ 45 კაცი გამოიკვლიეს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, სრული სურათისთვის, საჭიროა, უფრო ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარება.