მოლარის შეცდომამ პენსიონერს მილიონი მოაგებინა

კანადელი, 82 წლის მაიკლ ბატი, მოლარის შეცდომამ მილიონერად აქცია. ამის შესახებ CTV News Ottawa.

პენსიენერმა მოლარეს სთხოვა, Lotto 6/49 ბილეთი მიეცა, მან კი შეცდომით Lotto Max-ის ბილეთი გაუწოდა. ბილეთი მომგებიანი აღმოჩნდა, რის გამოც ის ახლა მილიონერია.

"ეს არ მოხდებოდა, მისი შეცდომა რომ არა", - დასძინა პენსიონერმა.

გავრცელებული ინფორმაციით, 80-იანი წლების ბოლოს, ლატარიაში გამარჯვებულის ძმამაც 3.5 მილიონი კანადური დოლარი მოიგო.