მოლარის შეცდომის გამო ქალმა 1 მილიონი აშშ დოლარი მოიგო

აშშ-ში არკანზასის შტატში მცხოვრებმა ქალმა მოლარის შეცდომის წყალობით 1 მილიონი აშშ დოლარი მოიგო. ამის შესახებ არკანზასის ლატარიის კომპანია იტყობინება.

მან სუპერმარკეტში პროდუქტებთან ერთად რამდენიმე ლატარეის ბილეთიც შეიძინა, თუმცა მათი ფასი 10$-ს არ აღემატებოდა, მოლარემ კი შემთხვევით 20$-იანი ბილეთი მისცა, რომელიც საბოლოო ჯამში მომგებიანი აღმოჩნდა.

გამარჯვებულის თქმით, თანხის ნაწილით ის სახლს აიშენებს, ნაწილს კი პენსიაზე გასვლის შემდეგ გამოიყენებს.