მოლდოვაში რიგგარეშე არჩევნების შედეგები გამოაცხადეს

მოლდოვის ცესკომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაცხადა. ინფორმაციას NewsMaker ავრცელებს.

მოქმედის პრეზიდენტის, მაია სანდუს "მოქმედებასა და სოლიდარობას" 63 მანდატი აქვს, სოციალისტთა პარტიისა და კომუნისტების პარტიის წინასაარჩევნო ბლოკს - 32, პარტიას "შორ" - 6.

დანარჩენი პარტიები პარლამენტში ვერ შევიდნენ.

ახლა არჩევნების შედეგები მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა ცნოს.

11 ივლისის საპარლამენტო არჩევნებში 1,4 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, აქტივობამ 48% შეადგინა.