მოლდოვაში სამთავრობო სისტემებზე კიბერთავდასხმა აღკვეთეს

მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურმა, დედაქალაქის პროკურატურასთან ერთად, სამთავრობო სისტემებზე კიბერთავდასხმა აღკვეთა. ინფორმაციას ამის შესახებ NewsMaker ავრცელებს.

გამოძიების ცნობით, 29 წლის მამაკაცი სახელმწიფო საინფორმაციო სისტემებში უკანონო ავტორიზაციას ცდილობდა. ჩხრეკის დროს მას აღმოუჩინეს სერვერები და სხვა ტექნიკური აპარატურა.

ეჭვმიტანილმა მოლდოვის ხელისუფლების არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა მოახერხა და მიიმალა. ის ამჟამად საერთაშორისო ძებნილთა სიაშია შეყვანილი.