მოლდოვის პარლამენტში დეპუტატებმა იჩხუბეს - VIDEO

მოლდოვის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საპარლამენტო უმრავლესობას სხდომის ჩატარების უფლება არ მისცეს. მათ ტრიბუნა და პრეზიდიუმი დაბლოკეს. შედეგად დეპუტატებს შორის ჩხუბი მოხდა.

პარლამენტის წევრები ერთმანეთს წყალს ასხამდნენ და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში შესვენება გამოცხადდა.